Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

568cffa3b268c
BM.GE
06.01.16 15:46
1272
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
 
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.250 პროცენტით, მაქსიმალური 13.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.469 პროცენტით განისაზღვრა.