Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

56d6c9911418b
BM.GE
02.03.16 15:05
1153
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 200 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.220 პროცენტით, მაქსიმალური 11.440 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 11.264 პროცენტით განისაზღვრა.