12.Jan.2016 13:23
Economy

სახელმწიფო ტბებს ელექტრონული აუქციონის საშუალებით გაასხვისებს

სახელმწიფო ტბებს ელექტრონული აუქციონის საშუალებით გაასხვისებს
სახელმწიფო ტბების ლიცენზირებას იწყებს. ახალი რეგულაციების მიხედვით, ტბის გასხვისება აუქციონის სახით მოხდება და მას მთავრობა უმეტეს შემთხვევაში 20 წლის ვადით გაასხვისებს.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ალექსანდრე დევიძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მიმდინარე წელს 15-მდე ტბის ლიცენზირებაა დაგეგმილი.

„ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ საქართველოს ტბებზე თევზჭერის ლიცენზირება. ეს პროცესი ერთი პერიოდი შეფერხებული იყო, ჩვენ სხვადასხვა უწყებებთან ერთად ახალი მიდგომები ჩამოვაყალიბეთ. ფასის გაანგარიშებაში შემოვიტანეთ ისეთი კომპონენტი, როგორიც არის ტბის ფართობი, მისი პოტენციალი, იქ არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე ლიცენზიის გაცემის პერიოდი. ეს მოგვცემს საშუალებას ადეკვატური ფასის წარმოქმნის, რომელიც მეწარმესთვისაც მისაღები იქნება.

მას შემდეგ რაც ტბის ლიცენზიით გაცემა მოხდება, პირველ რიგში აღკვეთილი უნდა იყოს უკანონო თევზჭერა. აუცილებლად უნდა არსებობდეს თევზის სამეურნეო მართვის გეგმა, მინიმუმ 5 წლის ვადით, რომელიც განახლებადი იქნება.

ერთ-ერთი ტბა, რომელიც ამ პირობით გამოგვაქვს აუქციონზე არის ლევანის ტბა, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და მისი ღირებულება 32 000 ლარია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა შეეძლება, ინვესტორს უნდა ჰქონდეს მართვის გეგმა და თევზის მარაგი ლიცენზიის დასრულების შემდეგ არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს დღესაა“, - განაცხადა ალექსანდრე დევიძემ.



24.Apr.2019 18:52
46

Kazakhstan may start subsidizing transportation of wheat exports to Georgia

More
24.Apr.2019 18:51
42

Finance Minister: No Need to Review New Bank Regulations

More
23.Apr.2019 19:01
60

Pension Agency Director: 2 900 Individuals on Labour Market have Left Pension System

More
23.Apr.2019 19:00
86

Finance Minister Talks Bank Regulations and Pension Reform in Parliament

More
23.Apr.2019 00:13
40

The Juncker Plan, mobilizes over €335 billion in investment

More
23.Apr.2019 00:02
94

What were Georgia’s main exports and imports in Jan-March 2019?

More