Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საზოგადოებრივ ცენტრებში მოსახლეობა ფერმერთა ასოციაციის პროექტებს გაეცნობა

56b06f2e72c3c
BM.GE
02.02.16 12:47
1442
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას შორის, 2 თებერვალს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ფერმერთა ასოციაციის წერმომადგენლები საზოგადოებრივ ცენტრებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ და მათ სოფლის მეურნეობის თემებზე კონსულტაციებს გაუწევენ.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დღეისთვის ფუნქციონირებს 29 საზოგადოებრივი ცენტრი. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვარის, შორაპანის, ყვარელწყალის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიის, ქვემო ნატანების, კაბალის, ლენტეხის, დაბა ჩაქვისა და ხრეითის მოსახლეობას.