Home
Category
TV Live Menu
Loading data...

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ ბავშვებს 1-ლი ივნისი მიულოცა

BM.GE
02.06.23 10:15
61
ბავშვებს 1-ლი ივნისი იაშვილის კლინიკაშიც მიულოცეს. სადაც, სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ. გარდა გასართობი ღონისძიებებისა, ბავშვებზე ზრუნვის მიზნით, პირველ ივნისს მთელი დღის განმავლობაში იაშვილის ყველა პედიატრთან კონსულტაცია უფასო იყო. ასევე, პირველი ივნისიდან იაშვილის კლინიკაში ახალი სერვისი - ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია ამოქმედდა. იაშვილის კლინიკა განახლებული ინფრასტრუქტურითა და გაძლიერებული სამედიცინო სერვისებით უკვე მე-3 თვეა, პატარა პაციენტებს სრული დატვირთვით ემსახურება.