Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი: ტენდერებში მონაწილე შემსყიდველი ორგანიზაციები დავაჯარიმეთ

56c6ac42077d5
ელენე გოგბერაშვილი
19.02.16 09:43
1182
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობით ტენდერის ვადები შემცირდა. როგორც "ბიზნესკონტაქტთან" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი, ლევან რაზმაძე აცხადებს, აქამდე საკანონმდებლო სივრცეში შერჩევა-შეფასების ვადები არ არსებობდა. მისი თქმით, როდესაც ტენდერი გაიხსნებოდა შემსყიდველ ორგანიზაციებს უფლება ჰქონდათ პრეტენდენტების საბუთები დაედოთ და 5 თვის მერე განეხილათ.
 
"ტენდერების ვადები შემჭიდროვდა. შემსყიდველ ორგანიზაციას 5 დღის ვადა აქვს ტენდერში მონაწილე კომპანიაზე მიიღოს გადაწყვეტილება. ყველაზე დიდი ტენდერი შეიძლება 1 თვის ვადაში დასრულდეს, თუმცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ დიდი ტენდერების შემთხვევაში დრო მეტი უნდა იყოს, რათა კომპანიებს მოსამზადებლად დრო ჰქონდეთ და ნაკლები პრობლემები წარმოაჩინონ პროექტების შესრულებისას", - აცხადებს ლევან რაზმაძე.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, გამოცხადებულ ტენდერებზე პასუხისმგებელი თავად შემსყიდველი ორგანიზაციები არიან.

"არ არსებობს ტენდერი, რომლის ჩაშლას რაიმე მიზეზი არ ჰქონდეს. შარშან 102 ადმინისტრაციული საქმე გვქონდა, რომელზეც მივუთითეთ და შემსყიდველ ორგანიზაციებს ჯარიმები დავაკისრეთ", - აცხადებს ლევან რაზმაძე.

რაც შეეხება პროექტების შესრულების ხარისხის კონტროლს, როგორც რაზმაძე აცხადებს, მონიტორინგი შემსყიდველი ორგანიზაციების ვალდებულებაა.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რაზეც ტენდერებში მონაწილე კომპანიები ღიად საუბრობენ არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ერთი ტენდერიდან აღებული თანხით კომპანიები მეორე ტენდერის ვალდებულებს ასრულებენ. სააგენტოს ხელმძღვანელს პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით შემდეგი პოზიცია აქვს: "შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა მოსთხოვოს ტენდერში მონაწილე კომპანიებს წარმოადგინონ რა ვალდებულებები აქვთ მათ სხვა გამარჯვებულ ტენდერებში. თუ დარწმუნდება, რომ მის მიერ აღებული ვალდებულებები არ აღემატება შემდგომ ტენდერში აღებულ ვალდებულებას, მაშინ ასეთ კომპანიას შესრულების პრობლემა არ დაუდგება", - აცხადებს ლევან რაზმაძე.