Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

FED-მა და ECB-იმ ძირითადი განაკვეთები გაზარდეს - როგორ აისახება გადაწყვეტილება საქართველოში სავალუტო სესხებზე?

BM.GE
23.03.23 14:15
72
ამერიკის შეერთებულ შტატებში საბანკო სექტორში ქაოსის მიუხედავად, ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 25 საბაზო პუნქტით გაიზარდა და შედეგად, ძირითადი განაკვეთები ახლა 4.75-5 %-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია, კერძოდ, ასეთი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა აშშ-ში 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა. გაზრდილი ინფლაციის დასაძლევად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გააგრძელა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც. გასულ კვირას ევროპულმა მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაზარდა, რითაც რეფინანსირების ძირითადმა განაკვეთმა 3%-იან ნიშნულს მიაღწია. როგორ აისახება გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები საქართველოში სავალუტო სესხებზე და იქმენება თუ არა საბანკო სექტორისთვის დამატებითი რისკები?

სტუმარი:ლაშა ქავთარაძე - Galt&Taggart-ის ეკონომისტი;