21.Jan.2016 15:12
Society

შს მინისტრის ბრძანებით, სათხილამურო გზებზე თოვლმავალით გადაადგილება აიკრძალება

შს მინისტრის ბრძანებით, სათხილამურო გზებზე თოვლმავალით გადაადგილება აიკრძალება
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში, გუდაურში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სპორტული სკოლების ხელმძღვანელები, მწვრთნელები, მაშველები და სპორტსმენები დაესწრნენ. შს მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს უსაფრთხოების პროექტის მიზანი, დანიშნულება და მოთხილამურე პატრულის სამუშაო გეგმა გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ასევე მოისმინა მათი მოსაზრებები ახალი საპილოტე პროექტის შესახებ.
 
შს მინისტრი დღესვე გუდაურში მოთხილამურე პატრულს შეხვდა და დავალებები მისცა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე დავიწყოთ ახალი პროექტი, რომელიც არაერთ განვითარებულ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს - სათხილამურო ტრასებზე დღეიდან უსაფრთხოების კონტროლს მოთხილამურე პატრული განახორციელებს. ისინი უზრუნველყოფენ თქვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ტრასებზე სრიალის დროს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტის წარმატება ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი და თითოეული თქვენგანის თანამშრომლობაზე“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, სათხილამურო გზებზე დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, გუდაურში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 პატრულ-ინსპექტორი მიავლინა, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. პატრულირება სათხილამურო ტრასებზე წინასწარ დაწესებული გრაფიკით ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე და 20:00 საათიდან 22:00 საათამდე განხორციელდება. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.

შს მინისტრის ბრძანების თანახმად, ასევე აიკრძალება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძის უღელტეხილი) სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და საპოლიციო მიზნებისა. უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.

პატრულირების მსგავსი სისტემა აპრობირებულია ევროპაში, ზამთრის ცნობილ კურორტებზე. საქართველოში ახალი საპილოტე პროექტის მიზანია სათხილამურო გზებზე სხვადასხვა სახის შემთხვევების პრევენცია და დამსვენებელთა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა.



21.May.2019 16:18
86

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
117

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
17.May.2019 23:54
73

Bakhtadze: We will Build a Modern Educational Space in Batumi

More
13.May.2019 18:16
109

Natia Turnava's Interview with "Forbes Week"

More
09.May.2019 01:08
146

200 New Buses to Enter Tbilisi from 2020

More
26.Apr.2019 19:26
249

EU launches three new environmental projects in Georgia

More