Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა ზიანს აყენებს მეკობრეობა საგამომცემლო ბიზნესს?

BM.GE
09.02.23 09:24
104
მეკობრეობა - ანუ კონტენტის არალეგალურად მითვისების პრობლემა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უფრო მასშტაბური ხდება. სხვადასხვა ინდუსტრიასთან ერთად ეს გამოწვევა გამომცემლობებზეც ვრცელდება. ქართული საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მათ მიერ გამოცემულ წიგნებს “აკოპირებენ” და შემდგომ ე.წ შავ ბაზარზე ყიდიან. გამომცემლობებს მათთან კონკურენცია უჭირთ, რადგან მეკობრეებს წარმოების პროცესში დანახარჯები არ აქვთ, შესაბამისად, მათ მიერ წარმოებული წიგნები იაფია. გამომცემლობები თვლიან , რომ პრობლემის გადასაჭრელად საკანონმდებლო ბაზა უნდა შეიქმნას, რათა მეკობრეებს საქმიანობაში ხელი შეეშალოთ.