Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისის შემოგარენში სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა 70%-მდე გაიზარდა

BM.GE
04.04.23 09:12
45
2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს მასშტაბით კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთების შეძენაზე მოთხოვნა გაზრდილია. ss.ge წერს, რომ მიწის ნაკვეთებზე საშუალოდ ზრდა არის 66%, ხოლო კერძო სახლებზე 70%. 3 თვეში საიტზე კერძო სახლის შეძენით საშუალოდ 1 მილიონ ადამიანამდე ინტერესდებოდა, ხოლო მიწის ნაკვეთით 550 000. უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი კი განმარტავს, რომ თბილისის შემოგარენში სახლის, ან მიწის ყიდვაზე მოთხოვნა აპრილის ბოლოდან კიდევ უფრო გააქტიურდება. ბაზარზე მოთხოვნამ გავლენა ფასზეც იქონია.