Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

საპენსიო სააგენტო შესაძლოა, ნაწილობრივ საკრედიტო ინსტიტუტად გარდაიქმნას

BM.GE
22.06.23 14:34
138
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატი იზრდება. პარლამენტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც საპენსიო სააგენტოსთვის საინვესტიციო ინსტრუმენტებისა და ლიმიტების გაზრდას ითვალისწინებს. ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საპენსიო სააგენტო შესაძლოა ნაწილობრივ საკრედიტო ინსტიტუტად გარდაიქმნას, რადგან მთავრობის მომზადებული კანონპროექტით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა დანაზოგების მსხვილ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობას შეძლებს. რა იცვლება და რა მიზნით?