აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა მიაღწია შეთანხმებას, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან, "შაჰ-დენიზიდან" საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მოცულობის გაზრდა ზამთრის პერიოდს შეეხება. განცხადებას კომპანია Sokar-ი ავრცელებს.
შეთანხმების შედეგად, SOKAR-ი ზამთრის პერიოდში, საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობას, 50 მილიონი კუბომეტრით გაზრდის. „ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის", - ნათქვამია განცხადებაში.