საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, მთავრობის სხდომაზე "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტიბაანში შეიქმნება საკვები პროდუქტების საწარმო, სადაც ჩაიდება დაახლოებით ასი ათასი ლარის ინვესტიცია, დასაქმდება 15 ადამიანი, ხოლო წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე გავა გერმანიაში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში.