Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“სქილვილი” - BAG-ის ახალი წევრი

BM.GE
13.07.23 11:14
51
მასშტაბური ონლაინ აკადემია „სქილვილი“, სადაც სწავლა ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანს შეუძლია ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შეუერთდა. ონლაინ აკადემიაში ტექ მიმართულების, ციფრული მარკეტინგის და ხელოვნური ინტელექტის სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. 

გარდა იმისა რომ შესაძლებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომია, საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი კომპიუტერული მომსახურების გაწევაა. ეროვნული ბანკის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ პროგრამული უზრუნველყოფების შექმნით და კომპიუტერული სერვისების მიწოდებით $231 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 322%-ით აღემატება. საქსტატის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი მატება სწორედ ინფორმაციის, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სფეროშია, რომელიც თავის თავში IT ინდუსტრიასაც აერთიანებს. სექტორის დონეზე მატება პირველ კვარტალში 44%-ია. 

სტუმრები: აკაკი საღირაშვილი - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე;
რამაზ დავითური - "სქილვილის" მარკეტინგის ხელმძღვანელი.