Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი შემცირდება

56d961bd069ff
BM.GE
04.03.16 14:17
1065
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია სოკარს შორის 2011 წლის დეკემბრში გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებებს.
 
დღესვე, „გაზისა და ნავთობის კორპორაციის“ დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და შპს "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ ხელმძღვანელმა ზაურ გულიევმა ხელი მოაწერეს "ბუნებრივი გაზით მომარაგების შესახებ“ - "კორპორაციას“ და შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

ასევე, ხელი მოეწერა "ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე“ "არნსკ“-ს და „კორპორაციას“ შორის 2012 წლის ივლისში გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებებს.

ცვლილებების თანახმად, საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამასთან, შემცირდება სოკარიდან შესასყიდი სოციალური გაზის ფასი, რაც ნაწილობრივ ამცირებს ეორვნული ვალუტის უცხოურ ვალუტასთან გამყარების შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საქართველო ბუნებრივი აირის დამატებით მუცულობებს სამხრეთ კავკასიური (ე.წ. შაჰ-დენიზის) მილსადენიდან მიიღებს და წინა წლების მსგავსად აღარ დადგება ტექნიკური შეზღუდვების გამო აზერბაიჯანიდან მოცულობების მიღების პრობლემა.

გარდა ამისა, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.