Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სოლოლაკის მაღლობზე მშენებლობის დასაწყებად, თანაინვესტირების ფონდი ნებართვას ეკონომიკის სამინისტროსგან ელის

56bcb57164c61
BM.GE
11.02.16 20:21
2199
პანორამა თბილისის ფარგლებში სოლოლაკის მაღლობზე სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად თანაინვესტირების ფონდი ნებართვას ეკონომიკის სამინისტროსგან ელის. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, სოლოლაკში მხოლოდ არსებული ნებართვის შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის ნებართვას გასცემს.
 
"თავისუფლების მოედანზე უკვე მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. ყოფილი ცეკავშირის შენობაში დემონტაჟი დასრულებულია. რაც შეეხება სოლოლაკს, იქ მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული და არა მშენებლობა. რაზეც არის ნებართვა, ის სამუშაოები მიმდინარეობს. კონკრეტულად სამშენებლო ნებართვა ჯერ-ჯერობით გაცემული არ არის", - განაცხადა ბაჩიაშვილმა.