Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი: ჩვენ შეგვიძლია, ირანული გაზის საქართველოში ტრანზიტი უზრუნველვყოთ

56cffffe663cb
BM.GE
26.02.16 11:32
1012
სომხეთს შეუძლია ირანული გაზის საქართველოში ტრანზიტი უზრუნველყოს, - ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ირან-სოხეთის გაზსადენი ამ ეტაპზე მხოლოდ 10-15 პროცენტის დატვირთვით მუშაობს. მისივე თქმით, სომხეთს შეუძლია აღნიშნული გაზსადენის დატვირთვა გაზარდოს და საქართველოთვის 500 000 კუბური მეტრი გაზის მიწოდება მოახდინოს.
 
"აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა", - განაცხადა მან. ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანის სახელმწიფო გაზის ექსპორტიორმა კომპანიამ საქართველოსთან მოლაპარაკებები იანვარში დაიწყო.