Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რეგულაციები ვაჭრობის სექტორში - რა იცვლება “მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონში?

BM.GE
12.07.23 12:03
56
1 აგვისტოდან საჯარიმო სანქციებს დაექვემდებარებიან ის მოვაჭრეები, რომლებიც კონკურენციის სააგენტოს შეტყობინების შემდეგ მოთხოვნილ ინფორმაციას არასრულყოფილად ან საერთოდ არ მიაწვდიან. ამას „ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს. ჯარიმის ოდენობა შეადგენს 500 ლარს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარამდე გაიზრდება. 

ამასთან, მომხმარებელს ფიზიკურად ან დისტანციურად შეძენილი სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უკან დაბრუნების უფლება აღარ ექნება. განისაზღვრა ასევე სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა. რამდენად ასრულებს ბიზნესი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ გასული წლის ივნისში მიღებულ კანონს და რატომ გახდა დაზუსტებები კანონში საჭირო? 

სტუმარი: მარიამ შაიშმელაშვილი - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;