Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Sony-მ თვალის კონტაქტური ლინზა დააპატენტა, რომელსაც ფოტო და ვიდეო გადაღება შეეძლება

572b440bb09d0
BM.GE
05.05.16 16:58
1350
Samsung-ისა და Google-ის შემდეგ, თვალის ჭკვიანი კონტაქტური ლინზა Sony-მაც დააპატენტა. მისი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ლინზას იმის ჩაწერის საშუალება ექნება რასაც მომხმარებელი ხედავს. ტექნოლოგია როგორც ფოტო, ასევე ვიდეო ჩანაწერებს გააკეთებს.

ხოლო თუ რისი ჩაწერა გსურთ ამას ტექნოლოგია თვალის დახუჭვით მიხვდება. კერძოდ, არაუნებლიე და ხელოვნური თვალის დაციმციმების შემდეგ, კამერის მექანიზმი გააქტიურდება.

"ცნობილია, რომ თვალის ბუნებრივი დაციმციმება დაახლოებით 0,2-0,4 წამში ხდება, თუკი ის 0,5 წამზე მეტხანს გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ თვალის დახამხამება არაა ბუნებრივი და ის შეგნებულად ხდება", - ნათქვამია კომპანიის საპატენტო დოკუმენტაციაში. ასევე სხვა მსგავს მოწყობილობებთან შედარებით ტექნოლოგიაში გაუმჯობესებული იქნება ჩანაწერებზე წვდომაც.