Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

სტამბოლში მომხდარმა აფეთქებამ საფონდო ბირჟების იდექსის ვარდნა გამოიწვია

5695f456016b2
BM.GE
13.01.16 10:52
1388
სტამბოლის ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ ინდექსის Borsa Istanbul 100 (BIST100) ვარდნა განაპირობა. ვაჭრობისას, ინდექსი 0,75% გაიზარდა, თუმცა აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ინდექსი დაეცა და 70516,44 პუნქტი შეადგინა. "ადგილობრივი ბაზარი კვლავ აღმოჩნდა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკების ქვეშ, ველი აქციების გაყიდვების გაგრძელებას“, - განუცხადა Bloomberg-ს ING Bank-ის ხელმძღვანელმა მურატ იარდიმჩიმ.

Bloomberg-ის ცნობით, 10 წლიანი, თურქული სახელმწიფო ობლიგაციების სარგებლის მოცულობა წლიურ 11,39%-მდე გაიზარდა, ლირა კი შემცირდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ „მწვანე ზონას“ დაუბრუნდა. შეგახსენებთ,სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი. აფეთქება ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ისტორიული "სულთანაჰმედის" მოედანზე მოხდა, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია.