Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინსპექტირებისას ღვინის ნაწილი ბაზრიდან გამოითხოვა

572ad9fc7e457
ელენე გოგბერაშვილი
05.05.16 09:26
1032
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბური შემოწმება გასული წლის დასაწყისიდან დაიწყო. კონტროლს დაექვემდებარა როგორც ჩამოსასხმელი, ისე ბოთლის ღვინოები, რომლის რეალიზება რესტორნებში, სასადილოებში და ღვინის სარეალიზაციო ობიექტებში ხდება.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 2016 წლის 1 მაისამდე, სააგენტოს მიერ გამოკვლეული იქნა ალკოჰოლური სასმელების 110 ნიმუში, საიდანაც შეუსაბამობა გამოვლინდა 17 შემთხვევაში. შედეგების მიხედვით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირებისას 17 შემთხვევაში ღვინის რეალიზაცია აიკრძალა, 7 ბიზნესოპერატორს კი ღვინის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალა. მათი თქმით, 7 შემთხვევაში საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის ნიმუშები ფიზიკო-ქიმიურ მაჩვენებელზე მოწმდება. ის ფიზიკური პირი, რომელიც ღვინოს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს აწვდის, ვალდებულია დარეგისტრირდეს ღვინის მწარმოებლად, რაც ოჯახურ პირობებში წარმოებულ პროდუქტს მიკვლევადს გახდის და მინიმუმამდე შეამცირებს ბაზარზე ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელების რისკს.