Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თურქეთიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებაზე დეფიციტია?

BM.GE
18.04.23 16:18
111
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდება შეიზღუდა. თუმცა მიზეზები განცხადებაში განმარტებული არ არის. " მოსახლეობას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდოს ამ ფაქტს, ვინაიდან ეს გარემოება არ არის დამოკიდებული ადგილობრივ კომპანიებზე." - წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი;