Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტაჯიკეტში სავალუტო ჯიხურებს მუშაობა აუკრძალეს

565d627ca16d5
BM.GE
01.12.15 13:01
1896
ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის ოფიციალური განცხადების საფუძველზე, ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მოქმედ ვალუტის გადამცვლელ ყველა პუნქტს დახურავენ. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, სავალუტო ოპერაციები მხოლოდ საბანკო მომსახურების ცენტრებში, ფინანსური ინსტიტუტების ფილიალებსა და საკრედიტო ორგანიზაციების სათაო ოფისებში განხორციელდება.  მოსახლეობა ვალუტის გადაცვლას მხოლოდ აღნიშნულ დაწესებულებებში შეძლებს. მსგავსი გარიგების განხორციელება სხვა დაწესებულებებში უკანონოდ ჩაითვლება, როგორც მყიდველისთვის, ისე - გამყიდველისთვის. როგორც გამოცემა იუწყება, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ რომ, ტაჯიკეთის პარლამენტის ოფიციალურ პირებს, საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშების ქონა აეკრძალათ.