12.Mar .2016 23:00

თამარ სანიკიძე უნივერსიტეტში "ოდეერის" შესაძლო არსებობაზე, მოკვლევის დაწყების ინიციატივით გამოდის

views 986
Back

განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში თითქმის 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც თამარ სანიკიძემ სტუდენტებს განუცხადა, უნივერსიტეტში "ოდეერების" შესაძლო არსებობაზე მოკვლევა უნდა დაიწყოს, სანიკიძე ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

"განათლების სამინისტროში "ოდეერი" არ გვყავს. მივმართავ პარლამენტს დაიწყონ გამოძიება. ამ საქმეს ბოლომდე მივყვები“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით უნივერსიტეტში "ოდეერების“ არსებობის საქმეზე შიდა მოკვლევა უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც საქმე პროკურატურას უნდა გადაეცეს.