Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თანაინვესტირების ფონდი: საუბარია გახრიოკებულ მიწაზე, არცერთი თბილისელი დღეს იქ არ დადის

5729cfe54c8fa
BM.GE
04.05.16 14:31
1050
ოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი "თანაინვესტირების ფონდმა" შეიძინა. აუქციონი გუშინ დასრულდა და პირობების მიხედვით, ახალმა მფლობელმა ადგილზე 80 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. თანაინვესტირების ფონდის შვილობილმა კომპანიამ მიწის ნაკვეთი 6 326 495 ლარად შეიძინა.
 
ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე "ბიზნესკონაქტთან" საუბრისას აცხადებს, რომ პირობების მიხედვით კომპანიას სასტუმროს ასაშენებლად არსებული ტერიტორიის 7%-ია გამოყოფილი, დანარჩენ ფართზე კი ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სარეკრეაციო ზონის განვითარება მოხდება.

"თუ ვინმე წარმოადგენს ჩვენზე უკეთეს უკეთეს კონცეფციას, მზად ვართ საჩუქრად უსასყიდლოდ გადავცეთ მას ეს ტერიტორია. დღეს ადგილზე რაც არის იმას სასწრაფოდ სჭირდება მოვლა-პატრონობა.
 
სარეკრეაციო ფუნქცია მოიცავს მწვანე საფარს, სარბენ ბილიკებს, კეთილმოწყობილ გარემოს, სამწუხაროდ თბილისში მსგავსი ადგილი დღეს არაა.

აქ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ჩვენ საუბარი გვაქვს გახრიოკებულ მიწაზე, რომელსაც სჭირდება მოვლა-პატრონობა", - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე. მისივე თქით, ადგილზე განვითარდება საირეაგაციო სისტემა, რომელითაც ბოტანიკური ბაღიც ისარგებლებს.

"ადგილზე არსებული ხეები დღეს სავალალო მდგომარეობაშია. არცერთი თბილისელი იქ არ დადის. იმისთვის, რომ ზონა გახდეს რეკრეაციული სხვადასხვა ქმედებების გატარებაა საჭირო, რის შემდეგაც დაიწყება ადგილის კეთილმოწყობა", - განმარტავენ თანაინვესტირების ფონდში.

შეგახსენებთ, რომ ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილი, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით შაბათს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.