Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ცვლილებები ელის ავტომობილებით ვაჭრობის ბაზარს?

BM.GE
06.07.23 11:19
43
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან მოლაპარაკებები აქვს, რათა საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი არ შეჩერდეს. საუბარია სანქციების მეთერთმეტე პაკეტის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, რამაც აქამდე მოქმედი სანქციების რეჟიმი გაამკაცრა. 

აქამდე რუსეთში EU-დან 50,000 ევროზე ძვირად ღირებული ავტომობილების ექსპორტი იკრძალებოდა, 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით კი, ევროკავშირმა მეორადი ავტომობილების ექსპორტიც შეზღუდა. უფრო დეტალურად, აკრძალვა ასეთია - აკრძალულია რუსეთში ისეთი მეორადი ან ახალი ავტომობილის შეყვანა, რომლის ძრავის მოცულობაც 1,900 კუბურ სანტიმეტრს (1.9 ლიტრს) აჭარბებს, ასევე აკრძალულია რუსეთში ახალი და მეორადი ელექტრომობილების შეყვანა. ასევე ძრავის ზომის მიუხედავად, აკრძალულია რუსეთში ახალი და მეორადი ჰიბრიდული ავტომობილების მოდელების შეყვანა. 

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობა საქართველოსთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომაც EU-ს მიმართეს დამაზუსტებელი კითხვებით, რა ჩაითვლება და რა არა სანქციების დარღვევად. BMG-ის კითხვაზე პასუხისას მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ მთავრობა იმედოვნებს, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. რა ინფორმაცია აქვს ბიზნესს?

სტუმარი: ალექსანდრე ნონიაძე - "საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" დამფუძნებელი;