01.Feb.2016 12:05
Society

თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასები იზრდება

თბილისის ბაგა-ბაღების თანამშრომელთა ხელფასები იზრდება
2016 წლის თებერვლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. ჟურნალისტებს აღნიშნული ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ გააცნეს.
 
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დასაქმებული საგანმანათლებლო პროგრამების, სამეურნეო ნაწილისა და ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორების, აღმზრდელების, აღმზრდელის თანაშემწეების, მუსიკისა და ცეკვის პედაგოგების, მზარეულების, მზარეულის დამხმარეების, დამლაგებლების, მრეცხავების, საქმეთა მწარმოებლების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედთა შრომის ანაზღაურება იზრდება.

თბილისის მერიის ცნობით, საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება შემდეგი პროცენტულობით გაიზრდება: საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი - 5%; სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი - 10%; ჯანმრთელობის და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორი - 15%; აღმზრდელი - 10%, აღმზრდელის თანაშემწე (ძიძა) - 10%; მუსიკისა და ცეკვის პედაგოგები 7-7%; მზარეული - 20%; მზარეულის დამხმარე - 20%; დამლაგებელი - 20%; მრეცხავი - 20%, საქმისმწარმოებელი - 15 %; ფსიქოლოგი - 15%, ლოგოპედი - 10%.

გარდა ამისა, ბაღების დირექტორების ხელფასები გათანაბრდება, მთლიანობაში კი, შრომის ანაზღაურება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 6 585 ადამიანს გაეზრდება. ბაღის თანამშრომელთა ხელფასის ზრდისთვის სააგენტოს 2016 წლის ბიუჯეტიდან 3 642 470 ლარია გამოყოფილი.



21.May.2019 16:18
89

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
124

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
17.May.2019 23:54
80

Bakhtadze: We will Build a Modern Educational Space in Batumi

More
13.May.2019 18:16
114

Natia Turnava's Interview with "Forbes Week"

More
09.May.2019 01:08
149

200 New Buses to Enter Tbilisi from 2020

More
26.Apr.2019 19:26
253

EU launches three new environmental projects in Georgia

More