Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველო ევრო 5-ის სტანდარტის შემოღებას გეგმავს - რა ცვლილებებს გამოიწვევს რეფორმა?

BM.GE
13.06.23 10:47
137
2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება მათ შორის ჰაერის დაბინძურების მაღალი ხარისხით ახსნა. 

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ნაკლები ავტომობილი. ეს რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის 2024 წლის პირველი იანვრიდან შედის, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომანქანებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან.

სტუმარი: ალექსი ნონიაძე - “საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის” დამფუძნებელი.