16.Dec.2015 14:59
Business

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გაიხსნა

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გაიხსნა
თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ მოაწერეს.
 
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მთავრობის დადგენილებით თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით შეიქმნა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკს“ მიენიჭა. კომპანია თიზ-ში მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

„ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი. ამ ტერიტორიაზე, სადაც ვიმყოფებით, იყო ტრიალი მინდორი, დღეს კი გვაქვს ერთ-ერთი უდიდესი, 40 მგვტ. ელექტროენერგიის მოხმარების ინფორმაციული ცენტრი. ჩვენ აქ შევქმენით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც შეგვეძლება მოვიზიდოთ მსოფლიოში წამყვანი კომპანიები, რომ მათ აქ განახორციელოთ თავიანთი საქმიანობა. ამ თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და დატა ცენტრის შექმნა კიდევ იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მან საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე გამოაჩინა, როგორც ქვეყანა, სადაც შესაძლებელია აღნიშნული საქმიანობის წარმოება. ეს არის პირველი ნიშანი და დარწმუნებულები ვართ, რომ მას აუცილებლად მოყვებიან სხვა კომპანიები. სწორედ ეს არის ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოდის და ის დასაქმება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან ჭირდება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჯორჯია თექნოლოჯი პარკის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს IT სფეროში მოღვაწე წარმატებული საერთაშორისო კომპანიების მოზიდვას და შემოყვანას საქართველოში, რაც თავის მხრივ გულისხმობს ქვეყანაში მილიონობით პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოსვლას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ზონაში BitFury Group მეგა დატა ცენტრის არსებობა დიდ როლს ითამაშებს სხვა საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის კუთხით. წინასწარი გათვლებით, თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში მოზიდული ინვესტიციები 100 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება.

""ჯორჯია თექნოლოჯი პარკი" BitFury Group-ის შვილობილი კომპანია. BitFury (www.bitfury.org) მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა ბიტკოინის Blockchain ინფრასტრუქტურის (ინფრასტრუქტურაში იგულისხმება: დატა ცენტრები, სერვერები, ჩიპები) მიმწოდებლებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს ბიტკოინ ტრანზაქციების ეფექტურ პროცესინგს. BitFury-ის ოფისები განთავსებულია სან ფრანცისკოში, ვაშინგტონში, ჰონგ-კონგში, ლონდონსა და ამსტერდამში, საპროცესინგო ოპერაციებს კი აწარმოებს საქართველოსა და ისლანდიაში.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ივლისში კომპანიამ საქართველოში, ქ. გორში განათავსა ბიტკოინის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების იმ დროისთვის მსოფლიოში უმსხვილესი საპროცესინგო დატა ცენტრი (20 მგვტ სიმძლავრის). პროექტი განხორციელდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან თანამშრომლობით“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

კომპანია BitFury ხელმძღვანელობის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოში შემოსვლის შესახებ განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი და ხელსაყრელი საინვეტიციო კლიმატით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, BitFury-ს პროექტები საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. ადგილობრივად დასაქმებული ქართველები დარგის უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უახლესი მიღწევების დანერგვას. მათ შორის მუდმივად ხდება ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ადგილობრივად დასაქმებულები მუდმივად იგზავნება საზღვარგარეთ განთავსებულ დატა ცენტრებში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნითა და გამოცდილების შესაძენად.



08.Apr.2019 17:15
192

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
371

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
621

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
548

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
298

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
373

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More