Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისში 70 მილიონი დოლარის ღირებულების მრავალფუნქციური კომპლექსი დეკემბერში გაიხსნება

56f651b2b65b7
ელენე გოგბერაშვილი
26.03.16 10:06
1606
თამარ მეფის ხიდთან, თანამედროვე ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის ინვესტორი კომპანია ავტრიული ,,Rezid Holding GMBH”-ია, მიმდინარე წლის დეკემბერში გაიხსნება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" "Rezid Holding GMBH"-ის ქართულ წარმომადგენლობაში განუცხადეს, მრავალფუნქციური კომპლექსი "KING DAVID’’ ორ ობიექტს გააერთიანებს. მაღალ კოშკში KING DAVID RESIDENCES განთავსდება, რომელიც მხოლოდ საცხოვრებელი ფართებს მოიცავს, ხოლო დაბალი კოშკი KING DAVID BUSINESS CENTER A კლასის საოფისე ფართებს გააერთიანებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაღალი კოშკის ფასადის მომზადება შემინვითი სამუშაოებისთვის, რომელიც ივნისის ბოლოს დასრულდება. მათი თქმით, პროექტში ინფრასტრუქტურისთვის დათმობილია მთლიანი ფართის თითქმის 40%: ლობი, საცურაო აუზი, ფიტნეს ცენტრი, სპა ცენტრი, სილამაზის სალონი, ბაღი, რესტორნები, ღვინის მარანი, ყვავილების მაღაზია, ბავშვთა ოთახი და ოთახი შეხვედრებისათვის.
 
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომპლექსში რეზიდენციების გაყიდვები უკვე მიმდინარეობს და 1 კვადრატული მეტრის ღირებულება 2000$-დან იწყება. აღნიშნული პროექტის გარდა კომპანია ამ ეტაპზე განიხილავს რამდენიმე პროექტის განხორციელებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა რა პროექტებზეა საუბარი ამ ეტაპზე კომპანიაში არ საუბრობენ.

ავსტრიული კომპანია "Rezid Holding GMBH”-მა თბილისში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. კომპლექსი ინგლისურმა საპროექტო სტუდია "Ellis Williams Architects”-მა დააპროექტა.