Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თბილისში მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი დაახლოებით 12 ლოკაციაზე მოეწყობა

56fe4c02cad5a
BM.GE
01.04.16 14:21
1154
დედაქალაქში პარკინგის მოსაწესრიგებლად თბილისის მერია უახლოეს პერიოდში ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები, თბილისის მასშტაბით, დაახლოებით, 12 ლოკაციაზე მოეწყობა.

"უახლოეს პერიოდში წარვადგენთ ინტერესთა გამოხატვას მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის მოწყობაზე. კვლევა დასრულდება ძალიან მალე, საერთაშორისო კომპანიის მიერ და ჩვენ გეოლოგიის დონეზე, და გვექნება წარდგენილი ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვა, დაახლოებით 12 ლოკაციაზე მოაწყონ პარკინგები", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.