Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თბილისთან ახლოს აგროტურისტული ცენტრი იქმნება

56c6defc0c172
ელენე გოგბერაშვილი
19.02.16 13:21
1382
თბილისთან ახლოს აგროტურისტული ცენტრი იქმნება. პროექტის ავტორი კომპანია "ლაბორატორია დოქტორ ჯორჯია", რომელიც საკონდიტრო ნაწარმ "ჩურჩხელა ჯორჯიას" და ქართულ სუნელებს აწარმოებს. "ლაბორატორია დოქტორ ჯორჯი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ჩურჩხელა 6 წლის წინ ინტერნეტ გაყიდვაში ჩაუშვა და amazon.com-ზე განათავსა.
 
კომპანიის წარმომადგენელი მაია ჯაჯანაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ მათი ახალი პროექტი-სამოდელო ტიპის აგროტურისტული ცენტრი, ვიზიტორებს ზაფხულიდან მიიღებს. მისი თქმით, საწარმო სრულად გამჭვირვალე იქნება და ტურისტები თავად დააკვირდებიან ქართული ტრადიციული პროდუქციის მომზადების პროცესს. ჯაჯანაშვილის თქმით, აგროტურისტული ცენტრი თბილისის გასასვლელში, გომბორის მიმართულებით განთავსდება, რომელიც 200 მეტრით უფრო მაღალ ტერიტორიაზე მდებარეობს, ვიდრე თბილისის ფუნიკულიორია. საწარმოს ინვენტარიზაცია დაახლოებით 2 თვეში დასრულდება.

კომპანია "ლაბორატორია დოქტორ ჯორჯი" ქართულ ჩურჩხელას amazon.com-ზე დღესაც ყიდის, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, ბოლო წლების განავლობაში მათ ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა, რამაც გაყიდვები შეამცირა. amazon.com-ზე დღეს ერთი ჩურჩხელას ფასი დაახლოებით 3,5 დოლარია.