Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თებერვალში, ვადაგადაცილებული სესხები 17.1 მილიონი ლარით გაიზარდა

56fe0dc51b5d4
BM.GE
01.04.16 09:56
1077
თებერვლის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 17.1 მლნ ლარით გაიზარდა და 346.8 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.1 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 42.1 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
 
საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 65.8 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 24.0 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) შემცირდა და 5.37 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში 8.0 მლნ აშშ დოლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.35 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.1 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.1 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.