Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თებრვალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა

56d5967da45d0
BM.GE
01.03.16 17:16
1118
2016 წლის თებერვალი 360 402 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 23,9%-ით მეტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, თებერვალში საქართველოში, 120 215 ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც საერთო რაოდენობის 33,4%-ია, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19%-ია.
 
რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში 683 561 ვიზიტი განხორციელდა, რაც 13,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

2016 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+41,9%), თურქეთიდან (+12,2%), სომხეთიდან (+7,5%), რუსეთიდან (+29,2%) და უკრაინიდან (+23,5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 29%, 14%, 11% და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (22%) და უზბეკეთი (44%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (26%) და მოლდოვა (31%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (24%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 480%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 13%-იანი ზრდა.