Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა ეფექტი აქვს წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ბაზარზე?

BM.GE
24.05.23 11:13
75
ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული ცვლილებების შეფასებაზე საუბრით ვაგრძელებთ ეთერს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდა, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულზე მაღალ ფასად წამლების რეალიზაციას უკრძალავს. პირველ ეტაპზე რეგულაცია 1200-მდე მედიკამენტს შეეხო, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი წამლების ჩამონათვალი რამდენიმე დღის წინ გაფართოვდა და დღეს უკვე ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე მოქმედებს. გასულ კვირაში ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში თქვა, რომ ეს ნუსხა ყოველ ორ თვეში გადაიხედება და რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. 

ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაბაზრის რეგულირების შედეგებით კმაყოფილია. ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ რეფერენტული ფასების დაწესებამ და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გამარტივებამ, საერთო ჯამში, მედიკამენტების ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა. წამლის დისტრიბუტორები ბაზარზე რეფერენტული ფასების დაწესების გავლენის შეფასების გაკეთებას ერიდებიან, თუმცა მოქალაქეების ნაწილი უკვე ღიად საუბრობს, რომ ევროპული წარმოების მედიკამენტების ნაწილი ბაზრიდან გაქრა. რამდენად მოსალოდნელი იყო მსგავსი შედეგი გამოეწვია ამ ცვლილებებს და რას მოგვიტანს ბაზარზე ბრუნვაში არსებულ ყველა მედიკამენტზე რეალიზაციის მაქსიმალური ჭერის დაწესება? 

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - "საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი.