Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თემურ ჭყონია: ახალი პრემიერის მოსვლამდე, რევოლუციური წესით ვცხოვრობდით

570777f77cb4e
BM.GE
08.04.16 13:17
1107
"ჩვენ ახალი პრემიერის მოსვლამდე ვცხოვრობდით რევოლუციური წესით", - განაცხადა თემურ ჭყონიამ, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი". ბიზნესმენი ამბობს, რომ ბოლო ოთხი წელია საქართველოს პარლამენტში სიტუაცია ორ პარტიას შორის, ჩხუბის პროცესში ვითარდება. მისივე თქმით, ბიზნესის ხელშემწყობი კანონების მიღებას, წლების განმავლობაში ის ფაქტი აფერხებდა, რომ ბიზნესმენები გახდნენ პოლიტიკოსები. 
 
"საქართველოში არჩევნების შემდეგ, როდეასც ვინმე იმარჯვებს, რატომღაც ჰგონიათ, რომ მოხდა რევოლუციური რამ და არის რევოლუციური პათოსი. ახალმა პრემიერმა საქართველოში, ეს რევოლუციური პათოსი მოხსნა, როგორც ბიზნესში, ისე პოლიტიკაში.

ჩვენ ვცხოვრობდით ასე: ვინც ქუჩაში იდგა ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფო მოღვაწეები გახდნენ და მთელი მათი დამსახურება, რასაც ვისმენ, იყო რომ ჩვენ ვიდექით გვერდი-გვერდ. მარტო დგომით და რევოლუციური პათოსით ქვეყანა არ აშენდება.

ძირითადი ბრძოლა პარლამენტში არის ორ პარტიას შორის, თუ რომელი მიიღებს რაღაც წინადადებას და რომელი უარყოფს. ამ ჩხუბში გავატარეთ 4 წელიწადი .

ვერ მიიღებდნენ, ბიზნესის ხელშემწყობ კანონებს, რადგან ეს ბიზნესმენებიც პოლიტიკოსებად იქცნენ, ოღონდ პოლიტიკოსებად არა იმ გაგებით, როგორიც ჩერჩილია“, - განაცხადა ჭყონიამ.