Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ტექნოპარკმა სტარტაპ იდეების მიღება დაიწყო

56fa6f7c5a5d2
BM.GE
29.03.16 16:02
1287
ტექნოპარკი იწყებს ტექნოლოგიური სტარტაპების შერჩევას ბიზნეს ინკუბატორში განსათავსებლად. ტექნოპარკი იდეების მქონე გუნდებს კომპანიებად ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში დაეხმარება.

ტექნოპარკი ეძებს გუნდებს, რომლებსაც გააჩნიათ იდეა, ამ იდეის კომერციულ პროექტად განვითარების და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის სურვილი.

შერჩეული სტარტაპები განთავსდებიან ტექნოპარკის ბიზნეს ინკუბატორში.

ინკუბატორის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური და ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს, რათა მოხდეს მათი სტაბილურად განვითარებად კომპანიად ჩამოსაყალიბება. ამისათვის ტექნოპარკი მათ მომსახურების სრულ ციკლს შესთავაზებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი. მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრებების საფუძველზე 18-დან 29 აპრილის ჩათვლით. შერჩეული გუნდები ტექნოპარკში განთავსდებიან არაუგვიანეს 2016 წლის 1 მაისიდან.