Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რა გარდატეხის შეტანა შეუძლია მეწარმეობის ცენტრს საქართველოს ბიზნეს კლიმატში?

BM.GE
25.01.23 19:50
118
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საკუთარი სტრატეგიის ნაწილად აქცია. მეწარმეობის ცენტრიც საქართველოში მეთორმეტე ასეთი ცენტრი იქნება აისისი–ს გლობალურ პორტფელში – შესაბამისად, ცენტრთან ასოცირებულ ბიზნესებს წვდომა ექნებათ ძალიან ფართო ქსელთან. საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონ წევრ კომპანიას აერთიანებს და ერთ–ერთი უმსხვილესი ბიზნესგაერთიანებაა.

საქართველოში ჩამოვიდა გაბრიელ პეტრუსიც, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეწარმეობის ცენტრების გლობალური ხელმძღვანელია. როგორ ჯდება საქართველო საერთო სურათში და კონკრეტულად რა კონტრიბუცია ექნება აისისი–ს მეწარმეობის ცენტრს დღეს არსებულ ლანდშაფტში – სადაც საერთაშორისო პარტნიორებიდან დაწყებული და სახელმწიფოთი დასრულებული, ყველას აქვს გარკვეული აქცენტი დასმული მცირე და საშუალო ბიზნესისა და სტარტაპების განვითარებაზე.


გაბრიელ პეტრუსი - ICC-ის მეწარმეობის ცენტრების გლობალური ხელმძღვანელი.