Home
Category
TV Live Menu
Loading data...

პრეზიდენტი VS „ოცნება“ - უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

BM.GE
12.06.23 14:54
85
"ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა ჩააგდო. განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას მხოლოდ 2 -მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. კანონპროექტს, რომელიც ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს, გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. გასულ კვირაში კი ცნობილი გახდა, რომ უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა, რადგანაც პრეზიდენტმა არ წარადგინა სებ-ის საბჭოს წევრები, მათ შორის ერთ_ერთი შეთანხმებული წევრი მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი უნდა ყოფილიყო. რა არგუმენტები აქვთ მხარეებს და როდის აპირებს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენას?