Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტიტების მილიარდიანი ინდუსტრია

BM.GE
19.05.23 13:57
47
აპრილის ბოლოდან მაისის ბოლომდე, ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანაში და ასევე ამერიკის შეერთებული შტატებში, ტიტების ფესტივალები იმართება, რომელსაც თითოეული ქვეყნის მოქალაქეები, თუ იქ ჩასული ტურისტები განსაკუთრებულად ელოდებიან და ცხადია, მსგავსი ფესტივალები ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი კონტრიბუტორია. სანამ წლევანდელი ფესტივალები დასრულდება და რიცხვებში მათ შედეგებს მოვიკითხავთ, მანამდე დავინტერესდით, თუ ზოგადად რა მდგომარეობაა დღეს ტიტების გლობალურ ბაზარზე, როგორია მოთხოვნა ამ ყვავილზე და ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ადგილობრივი წარმოებისა თუ ექსპორტის თვალსაზრისით რომელი ქვეყნები ლიდერობენ?