Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„არემჯიმ“ სამთოელის დღე აღნიშნა

BM.GE
19.12.22 08:27
90
17 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. უკვე მე-4 წელია, რაც კომპანიაში მივიწყებული ტრადიცია აღადგინეს და 4000-ზე მეტ დასაქმებულთან ერთად, პროფესიულ დღესასწაულს - სამთოელის დღეს აღნიშნავენ. თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის 7 საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ წლის სამთოელის საპატიო ჯილდო გადასცა.