Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ტურისტების 76 პროცენტს 112-ის შესახებ არ სმენია

570fa3d7bad31
BM.GE
14.04.16 18:04
1085
შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ "112"-ის ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ არარეზიდენტებში ნომრის ცნობადობა ძალიან დაბალია, კერძოდ ტურისტების 76%-ს არ სმენია თუ რომელი გადაუდებელი დახმარების ნომერი მოქმედებს საქართველოში.
 
ამასთან, მათივე თქმით, ტურისტების ნახევარზე მეტი გადაუდებელი დახმარების ნომრის შესახებ ინფორმაციის მიღებას ტურისტული კომპანიებისაგან ელიან. (მაგ. ელექტრონული ფოსტით, ოფიციალურ ვებგვერდის საშუალებით და ა.შ.).

„112“ ტურისტულ კომპანიებს ინიციატივით მიმართავს, რომ ხელი შეუწყონ არარეზიდენტებში ინფორმირებულობის გაზრდას.

გადაუდებელი დახმარების ნომერზე 112-ზე დარეკვით, საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს 24 საათის განმავლობაში შეუძლია გამოიძახოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება, პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური.

GBC.GE