Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რა შედეგები აქვს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს?

BM.GE
31.05.23 23:33
54
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - საქართველოს პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით დადგენილი რეგულაციების 5 წლის შედეგები შეაჯამეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით გაწერილი რეგულაციების ამოქმედება დაიწყო, საქართველოს მასშტაბით თამბაქოსგან საზოგადოებრივი ადგილების 94% გათავისუფლდა, შენობებში ჰაერის დაბინძურება 91%-ით შემცირდა. მათი ინფორმაციით, რეფორმას მოსახლეობისგან 85%-იანი მხარდაჭერა აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში უწყების ცნობით სკოლებთან თამბაქოს პროდუქტებით ვაჭრობაც შემცირდა. საბოლოო ჯამში კი მათი ცნობით კანონის აღსრულების მაჩვენებელი 96%-ია. რაც შეეხება რეგულაციების გავლენას თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ზრდასრულ მოსახლეობაში მოკლევადიან პერიოდში თამბაქოს მოხმარება თითქმის 3%-ით შემცირდა. პროგრესის პარალელურად ამ მიმართულებით მომუშავე ექსპერტები საუბრობენ გამოწვევებზეც, რაც რეფორმას აფერხებს. მათ შორის სახელდება თამბაქოს ახალი პროდუქტები, რომელთა მიმართაც როგორც საზოგადოებას ისე მაკონტროლებლებს ლმობიერი დამოკიდებულება აქვთ.