Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ცინცაძის ქუჩაზე ,,ევექსის“ ახალი პოლიკლინიკა გაიხსნა

BM.GE
15.06.23 10:27
189
,,ევექსი“-ს ქსელს ახალი პოლიკლინიკა თბილისში, საბურთალოს რაიონში შეემატა. ცინცაძის 24 ნომერში მდებარე ახლად გახსნილი პოლიკლინიკა ახალი სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებითა არის დაკომპლექტებული. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე კლინიკაში, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სრული ამბულატორიული მომსახურება მიღონ, რაც ოჯახის ექიმის, პედიატრის, ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციებსა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების სრული სპექტრის ჩატარებას გულისხმობს. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიკლინიკაში მომხმარებლები სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე 100%-მდე დაფინანსებით ისარგებლებენ და ასევე, საჩუქრად 150 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. უფრო მეტს, რას სთავაზობს ევექსის ახალი პოლიკლინიკა მომხმარებელს?