27.Jan.2016 15:15
Economy

თურქმენეთი საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული

თურქმენეთი საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული
27 იანვარს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს, ბაიარ აბაიევს შეხვდა. მინისტრებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და მათი კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
 
დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენ კოლეგას საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური პროექტები გააცნო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქმენეთი დაინტერესებულია ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებით, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანსპორტირებით და საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ორმხრივი ვიზიტების დროს აქტიურად განიხილება თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ორმხრივი ეკონომიკური სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხები და სხვა.

2015 წელს სავაჭრო ბრუნვა თურქმენეთთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52.1%-ით გაიზარდა და 127.26 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 1.3%-ს წარმოადგენს. მათ შორის ექსპორტი გაიზარდა 12%-ით, განისაზღვრა 16.05 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს ექსპორტის 0.7% შეადგინა. იმპორტი გაიზარდა 60.4%-ით, განისაზღვრა 111.21 მლნ. აშშ დოლარით და საქართველოს იმპორტის 1.4% შეადგინა.



18.Apr.2019 22:43
56

Prime Minister Replaces Giorgi Kobulia with Natia Turnava as the Minister of Economy

More
18.Apr.2019 10:54
84

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 23:18
61

Import of Electricity Rises by 23% in March

More
17.Apr.2019 22:15
127

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More
17.Apr.2019 15:29
280

Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable

More
16.Apr.2019 23:14
74

EU helps Georgian ports manage container vessels

More