Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს

567a4b6d3af9c
BM.GE
23.12.15 11:17
2793
თურქული ლირა ამერიკული დოლარის მიმართ თითქმის 1%-ით გაუფასურდა, ხოლო აქციების ფასი სტამბოლის საფონდო ბირჟაზე შემცირდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, ყველასთვის მოულოდნელად, განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. გუშინ გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 7.5%-ის დონეზე დატოვა და ამით შეშფოთება გამოიწვია ბაზარზე იმის გამო, რომ სახელმწიფოს ზეწოლა მარეგულირებელს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საშუალებას არ აძლევს. ანალიტიკოსებმა და ინვესტორებმა მრავალჯერ მოუწოდეს ცენტრალურ ბანკს განაკვეთის გაზრდისკენ, ინფლაციის შესაკავებლად და ლირის მხარდასაჭერად, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის და რუსეთთან კონფლიქტის გამო ეცემა.

"ჩვენ ვემხრობით აზრს, რომ ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკას უახლოეს თვეებში გაამკაცრებს, ვინაიდან ინფლაცია ზრდას აგრძელებს", - განაცხადა უილიამ ჯეკსონმა, Capital Economics-ის მთავარმა ეკონომისტმა განვითარებადი ბაზრების მიმართულებით. "თუ ბანკი განაკვეთის გაზრდას დიდხანს გადადებს, ეს მხოლოდ მის მიმართ ბაზრების ნდობას შეარყევს, უფრო მეტად გააუფასურებს ლირას და სავარაუდოდ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრების საჭიროებას წარმოშობს", - აღნიშნავს ჯეკსონი.