Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თურქული მობილური ოპერატორი, TeliaSonera-ს წილის შესყიდვით დაინტერესდა

56c1baf27745d
BM.GE
15.02.16 15:35
1898
თურქეთის უმსხვილესი მობილური ოპერატორი, TeliaSonara-ს წილების შესაძენად განაცხადს აკეთებს. გამოცემა "ბლუმბერგის" ცნობით, Turkcell-ი გეგმავს, Fintur Holdings-ის 58,88 პროცენტი შეიძინოს. Fintur Holdings-ი აზერბაიჯანში, ყაზახეთში, საქართველოსა და მოლდოვაში ოპერირებს და წილს ფლობს "ჯეოსელში". აქამდე თურქული ოპერატორის წილი FinTur-ში 41 პროცენტი იყო. 
 
თავის მხრივ TeliaSonera-მ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Fintur-ის აქციებით რამდენიმე ოპერატორია დაინტერესებული, მათ შორის TurkCell-იც. შეგახსენებთ, რომ "თელიასონარამ" ევრაზიიდან გასვლის შესახებ განცხადება გასულ წელს გააკეთა. შვედური ოპერატორი TurkCell-ის აქციების 38 პროცენტს ფლობს.

Fintur–ის მფლობელები ამ ეტაპზე თურქული მობილური ოპერატორი Turkcell (41.45%) და Teliasonera (58.55%) არიან.