უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ღამით 4 რეისი ვერ შესრულდა. როგორც "ბიზნესკონტაქტს" თბილისის აეროპორტში განუცხადეს, "თურქიშ ეარლაინსის" 4 რეისი არ შესრულდა, რაც ავიაკომპანიის გადაწყვეტილება იყო.
აქედან ერთ-ერთმა რეისმა დაშვება განჯაში განახორციელა, საიდანაც მგზავრების ტრასპორტირება ავტობუსებით მოხდა. როდის შესრულდება თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით მომავალი რეისები ჯერ-ჯერობით უცნობია.