Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უცხოური მედია: ივანიშვილმა Credit Suisse-ის ბანკირის გამო, მილიონობით დოლარი დაკარგა

56a1366b32821
BM.GE
21.01.16 23:40
1542
ჟენევაში, Credit Suisse-ის ბანკირი თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. გამოცემა letemps-ის ინფორმაციით, ბანკირმა თავისი კლიენტი, ბიძინა ივანიშვილი მილიონობით დოლარით აზარალა. გამოცემის ინფორმაციით, თანამშრომლის დაკავებაზე განცხადება გააკთეს ბანკშიც, - Credit Suisse-ში განმარატავენ, რომ შიდა გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთმა თანამშრომელმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალის გამო ბანკირის დაკავების ფაქტზე წერს გამოცემა "ბლუმბერგიც".
 
გამოცემის ინფორმაციითვე, ბიძინა ივანიშვილის აქტივები ბანკში მილიარდ ფრანკს აჭარბებს. როგორც სტატიაშია აღნიშნული Credit Suisse-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას კიდევ ორი კლიენტი აპირებს, რომლებმაც 70 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს.

დაკავებული ბანკირის ადვოკატის განცხადებით, მის კლიენტს პირადი გამდიდრების განზრახვა არ ჰქონია, მისი თქმით ეს იყო ინვესტიცია, რომელმაც ღირებულება დაკარგა.

კიდევ ერთი გამოცემა thelocal-ი აღნიშნავს, რომ ქართველი ოლიგარქის დანაკარგმა 50 მილიონ დოლარზე მეტი, დაახლოებით 100 მილიონი შეადგინა.