Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

უკრაინამ ყირიმთან სავაჭრო ურთიერთობა ოფიციალურად შეწყვიტა

569bdf9f0eb75
BM.GE
17.01.16 22:36
1128
17 იანვარს, უკრაინის ხელისუფლებამ ყირიმთან სავაჭრო ბრუნვა ოფიციალურად შეწყვიტა. ეს გადაწყვეტილება გასული წლის 16 დეკემბერს იქნა მიღებული. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის განკარგულებაშია ნათქვამი.
 
როგორც, უკრაინის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული დღეიდან საქონლის მიწოდება და მომსახურება უკრაინის ტერიტორიიდან ყირიმში იკრძალება. გამონაკლისი არის ხელბარგი და მხოლოდ სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქცია და საქონელი. სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტების რიცხვში ხორბლის ფქვილი, მაკარონი, წიწიბურა, ბრინჯი, კვერცხი, შაქარი, ზეთი, კარტოფილი, მარილი, რძის პროდუქტი, სალა და მოხარშული ძეხვი აღმოჩნდა. გარდა ამისა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამონაკლისში ჰუმანიტარული დახმარებაც ხვდება.